logo

ჩვენი საზოგადოება

ახალგაზრდა თაობის გაძლიერება

 

GEC-ის წვლილი შეაქვს ბაზარზე კვალიფიციური კადრების განვითარებაში და აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულების დასაქმებასა და პროფესიულ ზრდას.

 

ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამა (YBCP) აძლევს გამოცდილებას ცვლილებების ახალგაზრდა ლიდერებს, რომ გახდნენ საუკეთესო ბიზნეს კონსულტანტები, რათა შექმნან უკეთესი სამყარო და განავითარონ საკუთარი თავი. ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების შთაგონებას და მათ აღჭურვას იდეებით, ცოდნითა და ინსტრუმენტებით. YBCP არის სრულად ანაზღაურებადი პროფესიული განვითარების პროგრამა, სადაც შერჩეული კანდიდატები გადიან პროფესიული განვითარების გრძელვადიან კურსებს კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, სადაც საუკეთესო ბიზნეს კონსულტანტებით დაკომპლექტებული მენტორები გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში. ასევე ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტები ჩართულები არიან კომპანიის საკონსულტაციო პროექტებში და ყოველდღიურ საქმიანობაში. 

 

პროგრამა არის 6-თვიანი ინტენსიური სწავლისა და სამუშაოს კურსების შესაძლებლობა. პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტებს აქვთ წვდომა როგორც ონლაინ, ისე ბეჭდურ ბიზნეს ლიტერატურაზე, ესწრებიან მათთვის ორგანიზებულ ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს სხვადასხვა თემაზე, გადიან სამუშაოზე ქოუჩინგს და მენტორობას. ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტები ჩართულნი არიან კომპანიაში მიმდინარე შიდა და გარე პროცესებსა და პროექტებში, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საშუალებას აძლევს მიიღონ პროფესიული გამოცდილება რეალურ ბიზნეს საქმეებზე და გაიგონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკონსულტაციო და ბიზნეს ინდუსტრიის შესახებ. 

 

ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამა მიზნად ისახავს შთააგონოს ახალგაზრდა პროფესიონალები, გახდნენ მსოფლიო დონის ბიზნეს კონსულტანტები, პასუხისმგებელი ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღებები. 

 

საზოგადოების კეთილდღეობა

 

ჩვენ პარტნიორებს და კლიენტებს საშუალებას ვაძლევთ განახორციელონ გამორჩეული და მდგრადი მუშაობის სტრატეგიები, აღმოაჩინონ პოტენციალი, გახსნან ბიზნეს შესაძლებლობები და შექმნან მდგრადი ბიზნესი. სოციალური საკითხების ინტეგრირება GEC-ის საქმიანობაში და მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პრო ბონო საქმიანობით გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაწვდით პრო ბონო კონსულტაციებს სტარტაპებს, ბიზნესებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც არ შეუძლიათ პროფესიონალური საკონსულტაციო სერვისების შეძენა. GEC გთავაზობთ პრო ბონო სერვისებს ორგანიზაციების ბიზნეს მოდელების გადახედვისას, სტრატეგიების შემუშავებაში და ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ორგანიზაციების ზრდას, მათი თანამშრომლების კეთილდღეობასა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. 2022 წელს შევუერთდით საქართველოს Pro Bono Network-ს და ხაზს ვუსვამთ ჩვენს სურვილს, დავეხმაროთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს თავიანთი ოპერაციების გაუმჯობესებაში.