

ბილინგის ეფექტიანობის გაზრდა: მოთხოვნების შემუშავება გაზის მომსახურების ყოვლისმომცველი სისტემისთვის
ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება
ყოველდღიური ოპერაციები ქაოტური და არაეფექტურია, ბევრი რამ ხელით კეთდება
ინდუსტრიები: ენერგეტიკა, კომუნალური სერვისები
ქვეყნები: საქართველო
სერვისები: ბიზნესისა და ფუნქციური მოთხოვნების ანალიზი
პროექტის მიზნები: ბიზნესისა და ფუნქციური მოთხოვნების შემუშავება ბილინგის სისტემისთვის, რომელიც მოიცავდა ბუნებრივი გაზის მომარაგებას, განაწილებასა და სხვა შესაბამის მოთხოვნებს ბილინგის კომპანიისათვის, ინდუსტრიის რეგულაციებისა და ბიზნეს სტრუქტურის (კომპანიის ჯგუფების) გათვალისწინებით.
არსებული გამოწვევები მოიცავდა:
- მარეგულირებელი ინსტიტუტების (GNERC) ანგარიშების საიმედოობა და სისრულე;
- ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ანგარიშების საიმედოობა და სისრულე;
- ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის ისტორიის ცვლილების მონიტორინგი;
- ფინანსური და არა-ფინანსური კორექტირების პროცესების საფუძვლიანობა;
- სხვადასხვა იურიდიული პირების (ჯგუფის წევრების) მომხმარებელთა დიფერენცირება;
- ჯგუფის მიერ გაწეული ყველა მომსახურების ბილინგის არსებობა;
- აღრიცხვის სისტემასთან ინტეგრაცია.
კონსულტაციის ფარგლებში ჩვენ:
- ჩავატარეთ მრავალჯერადი ვორქშოფები და ინტერვიუები კომპანიის ფინანსური, აღრიცხვის, ოპერაციების და შიდა აუდიტის ხელმძღვანელებთან და სპეციალისტებთან ბიზნეს მოთხოვნების შესასწავლად.
- გავანალიზეთ ორგანიზაციაში ოპერაციული და აღრიცხვის პრაქტიკები.
- გავითვალისწინეთ ფუნქციური მოთხოვნები, მათ შორის ლოგიკური მონაცემთა სტრუქტურა, პროცესები და სისტემის შესაბამისი ფუნქციონალები.
გამოსავალი
პროექტის მსვლელობისას, GEC-ის გუნდმა ჩაატარა მრავალი სემინარი და ინტერვიუ, კომპანიის მაღალი და საშუალო მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, მათ შორის ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის, ოპერაციების, შიდა აუდიტის მენეჯერებთან და სპეციალისტებთან, კომპანიის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზისა და შემუშავების მიზნით. ბიზნეს ანალიზი მოიცავდა ორგანიზაციაში არსებული ოპერაციული და საბუღალტრო პრაქტიკების ცვლილებების ანალიზს.
ფუნქციური მოთხოვნები შემუშავდა ბიზნეს მოთხოვნების ანალიზის შესაბამისად. ფუნქციური მოთხოვნებები მოიცავდა ბილინგის სისტემის ლოგიკური მონაცემების სტრუქტურის შემუშავებას, პროცესების შემუშავებასა და შესაბამის ფუნქციურ აღწერებს სისტემის ჩასაშვებად.
შედეგი
კონსულტაციის შედეგად ბიზნესისა და ფუნქციური მოთხოვნების დოკუმენტი გამოიყენეს სისტემის განვითარების პროცესში და კომპანიის ბიზნეს პროცესების რესტრუქტურიზაციასა და ფინანსური აღრიცხვის პრაქტიკაში. სისტემა მოიცავს 400000-ზე მეტი მომხმარებლის აღრიცხვასა და დამუშავებას, რაც უზრუნველყოფს:
- ფინანსურ და ოპერაციულ ანგარიშგებას შიდა და გარე მიზნებისათვის;
- მოვლენების ისტორიულ მონიტორინგს;
- სხვადასხვა სერვისების დამატებისა და მომსახურების სპეციფიკური პროცესების უზრუნველყოფის თავისუფლებას, პროგრამირების კომპლექსური ჩართვის გარეშე;
- სხვადასხვა იურიდიული პირის მომხმარებელთა ერთიანი და/ ან ცალკეული მენეჯმენტის შესაძლებლობას;
- მენეჯერული სერვისების დეცენტრალიზაციას;
- მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ოპტიმიზაციას.

