
ჩვენ ვიყენებთ სისტემურ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად, რაც ნიშნავს, რომ ფოკუსირებულნი ვართ რისკების თავიდან აცილებაზე, და არა უბრალოდ მათ აღმოფხვრაზე. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ჩვენმა ოპერაციებმა არ გამოიწვიოს რაიმე ზიანი გარემოსთვის ან ადამიანებისთვის, რაც აისახება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ნარჩენების შემცირებიდან - ენერგიის დაზოგვამდე.
მუდმივად ვცდილობთ გამჭვირვალედ და ეთიკურად ვმართოთ დაინტერესებული მხარეების, მათ შორის კლიენტების, თანამშრომლებისა და ინვესტორების გარემოსდაცვითი კვალი . ჩვენ ვადგენთ გარემოს დაცვის მაღალ სტანდარტებს და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კონტრაქტორებთან, რათა უზრუნველვყოთ ისინი ამ სტანდარტების დაცვაში. მივიჩნევთ, რომ გამჭვირვალობა და ეთიკური ქცევა პასუხისმგებლიანი გარემოს მენეჯმენტის ფუნდამენტია.
GEC-ის მოქნილი სამუშაო პოლიტიკა, ჰიბრიდული სამუშაო სტილის ჩათვლით, საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, შეამცირონ მგზავრობისგან გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება.
ასევე ვაცნობიერებთ, რომ ბიზნესის მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიმღებთა და ამჟამინდელი და მომავალი თაობის ლიდერების განათლებაზე, რათა მდგრადობა პრიორიტეტული იყოს საზოგადოებისა და პლანეტის სასარგებლოდ. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ცნობიერების ამაღლება მდგრადობის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ. ამ მიზნით GEC გახდა მდგრადი განვითარების ინსტიტუტის (ISD) თანადამფუძნებელი საქართველოში. ჩვენ ჩართული ვართ პლატფორმის განვითარების ყველა ეტაპზე. დაარსების დღიდან ვაგრძელებთ ინსტიტუტის ინიციატივების მხარდაჭერას და დახმარებას ორგანიზაციულ განვითარებაში. ISD მოიცავს საგანმანათლებლო პლატფორმას Sustainability.ge, მდგრადი განვითარების ლექსიკონს, ეკო-რუკას, „საუბრებს მდგრად განვითარებაზე“ და სხვა პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც GEC უჭერს მხარს. ISD-ს აქვს ჰოლაკრატიული მართვის სტილი, ეს კი საინტერესო იყო ჩვენთვის, რადგან ეს იყო ერთ-ერთი პირველი პრეცენდენტი, როდესაც ქართულმა ორგანიზაციამ ეს პრინციპი გამოიყენა.
ISD-ის თანადაფუძნებით, GEC-ის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა კორპორატიული მდგრადობისა და მდგრადი განვითარების შესახებ. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ იმ ადამიანების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წვლილი შეიტანონ საზოგადოების კეთილდღეობაში, ეთიკური ბიზნესის წარმართვაში და დავეხმაროთ პოზიტიური, გრძელვადიანი გავლენის შექმნაში.
