
ჩვენ ვართ სერვისების კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის სტრუქტურულ ზრდას სისტემური მიდგომის, ერთობლივი მუშაობისა და ეფექტიანი შედეგების საშუალებით. 2010 წლიდან ჩვენ ვაწვდით სისტემურ გადაწყვეტებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებს ეხმარებათ პოტენციალის სრულად გამოყენებაში და მდგრადი შედეგების მიღწევაში. ჩვენ ვოპერირებთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე.
ჩვენ ვართ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „მცირე ბიზნესისთვის კონსულტაციების“ (ASB) პროგრამის აკრედიტებული პარტნიორი. ასევე ვართ სხვადასხვა ქსელებისა და ასოციაციების აქტიური წევრები და ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ამაყი ხელმომწერები. გარდა ამისა, ჩვენთან ერთად დაფუძნდა საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტი (ISD), რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას მდგრადობის მიმართულებით.
ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან, ქსელებთან, ასოციაციებთან და გუნდებთან, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებთ - ორგანიზაციების ხედვა გარდავქმნათ მდგრად და გრძელვადიან ღირებულებად.
