logo

GEC- ბიზნესის ზრდის სერვისების სივრცე, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

GEC- ბიზნესის ზრიდის სივრცე, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
აპრ 01, 2025

თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC- business growth services — საერთაშორისო მენეჯმენტ- საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თანამშრომლობითი მიდგომით მხარს უჭერს პარტნიორების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვას, ბიზნესპროცესების სტანდარტიზაციასა და გაციფრულებას.

 

 

 

კომპანიები GEC- business growth services-ს მაშინ აკითხავენ, როცა სწრაფი ზრდის მართვა სჭირდებათ, ეფექტიანობის გაზრდას ცდილობენ ან პროცესების სტრუქტურირებას და სტანდარტიზაციის შესაძლებლობებს ეძებენ, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე.

 

წლების განმავლობაში, GEC- business growth services-ს უკვე 200-მდე პროექტი აქვს განხორციელებილი, მათ შორისაა პარტნიორი ორგანიზაციების სტრატეგიის განვითარება, ბიზნესანალიტიკა და პროცესების ოპტიმიზაცია.

„ჩვენი პროექტები ყოველთვის პარტნიორი კომპანიის საჭიროებებზეა მორგებული. ინდივიდუალური და თანაშექმნითი (co-creation) მიდგომით, მენეჯმენტთან ერთად ვქმნით სტრატეგიებს, ვაანალიზებთ შესაძლებლობებს და ვგეგმავთ ნაბიჯებს პარტნიორი კომპანიის წინსვლისთვის“ — ამბობს გიორგი სიმონგულაშვილი, GEC- business growth services-ის დამფუძნებელი.

 

საკუთარი საქმიანობის განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა GEC- business growth services-ისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორების მხარდაჭერა. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სათანადო გარემოს შექმნა იყო, რომელიც ოფისის შეძენით განხორციელდა. ამ პროცესში მათ ფინანსური მხარდაჭერა თიბისიმ გაუწია.

 

GEC- business growth services-ი და თიბისი ბიზნესს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. გიორგი სიმონგულაშვილი უკვე რამდენიმე წელია TBC Awards-ის ჟიურის წევრია, ასევე, ბიზნეს მოდელებისა და სტრატეგიების ქოუჩ-მენტორი. ეს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ღირებული აღმოჩნდა და როგორც გიორგი ამბობს,  სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.