logo

გლობალური სტარტაპ ფონდის სამიტი 2023

The Global Startup Foundation Summit 2023
ივნ 05, 2023

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით 2023 წლის გლობალური სტარტაპ ფონდის სამიტი გაიმართა. ღონისძიება სტარტაპებისთვის, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ანგელოზი ინვესტორებისთვის და ინოვაციების სფეროთი დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის გაიმართა. ღონისძიებამ გააერთიანა ისრაელის ერთერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორის გამოსვლა, პანელური დისკუსია, სტუდენტური სტარტაპ კონკურსი, და ვენჩურულ შეთანხმებებთან დაკავშირებული ბესტსელერი წიგნის პრეზენტაცია.   

პანელურ დისკუსიაში "Emerging Markets: Startup Valuation and Venture Deals" მონაწილეობა მიიღო ჩვენმა პარტნიორმა და Axel-ის ანგელოზმა ინვესტორმა, გიორგი სიმონგულაშვილმა.

სამიტის ფარგლებში, გაიმარტა ფიჩინგის სესია და მოლაპარაკებები სტარტაპებსა და საერთაშორისო ანგელოზ ინვესტორებს შორის. ეს შეხვედრები ღონისძიების დახურულ ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების ფინანსებთან წვდომა, საერთაშორისო კომერციალიზაციის პოტენციალი და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობად იქცა.