
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
სააგენტო დაფუძნდა 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №565 დადგენილებით. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
