

ორგანიზაციული დიაგნოსტიკა და ეფექტიანობის შეფასება შპს „აზრი“-სთვის
შემოსავლის ზრდა
ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება
მონაცემებზე დაფუძნებული სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება
გუნდის ფოკუსირება საერთო მიზნებზე და მათი მიღწევის მკაფიო გზის დაგეგმვა
გუნდი არ არის ერთი მიზნისკენ მიმართული, პასუხისმგებლობის დეფიციტია
ყოველდღიური ოპერაციები ქაოტური და არაეფექტურია, ბევრი რამ ხელით კეთდება
ჩვენი ზრდის ტემპი ჩერდება, კონკურენტები ბაზრის წილს გვართმევენ, შემოსავალი მცირდება
გადაწყვეტილებები ხშირად ემყარება ინტუიციას და არა მონაცემებს, კომპანიის სრული სურათი არ ჩანს
კლიენტი: AzRy
ინდუსტრია: საინფორმაციო ტექნოლოგიები
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: საკონსულტაციო, ოპერაციული საქმიანობის შეფასება
პროექტის მიზანი: AzRy-სთვის (IT კომპანია) დახმარების გაწევა შიდა გამოწვევების იდენტიფიცირებაში და სტრატეგიების შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობდა მიმდინარე ზრდას. ასევე პროექტის ფარგლებში შეფასდა ორგანიზაციის საქმიანობა, რათა გამარტივებულიყო მენეჯმენტის სისტემები და გაუმჯობესებულიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
კონსულტაციის ფარგლებში:
- განვახორციელეთ ორგანიზაციული დიაგნოსტიკა შიდა გამოწვევების განსაზღვრისთვის.
- შევიმუშავეთ შესრულების შეფასების ჩარჩო მენეჯმენტის სისტემების გასაძლიერებლად.
- დავაპროექტეთ ორგანიზაციის ერთიანი განვითარების მოწინავე სტრატეგია.
- მოვამზადეთ ადამიანური რესურსების მოზიდვისა და რეკრუტირების სტრატეგია.
- შევიმუშავეთ პროაქტიული გაყიდვების სტრატეგია შემოსავლის გაზრდისა და კლიენტებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
გამოსავალი: GEC-მა AzRy-ს მიაწოდა ყოვლისმომცველი გზამკვლევი მენეჯმენტის ოპტიმიზაციის, გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებისა და გაყიდვების ეფექტიანობის გასაზრდელად. კონსულტაციამ მოამზადა ერთიანი განვითარების სტრატეგია, ადამიანური რესურსების რეკრუტირების სტრატეგია და პროაქტიული გაყიდვების მიდგომა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ზრდას და ოპერაციების ეფექტიანობას.
შედეგი: ანგარიშგების პერიოდში გაყიდვები 30%-ით გაიზარდა, რასაც თან ახლდა რამდენიმე ახალი პროექტის ინიცირება. გარდა ამისა, არსებითად გაუმჯობესდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესები და ეფექტიანად ოპტიმიზირდა კლიენტებთან ურთიერთობის მართვის პრაქტიკა.
პროექტის ვადები: დეკემბერი 2014 – თებერვალი 2015
