logo

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის პრეზენტაცია

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის პრეზენტაცია
ივლ 15, 2021

საქართველოს 40-მდე დიდი და საშუალო ტექნოლოგიური, საკონსულტაციო, დარგობრივი ასოციაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივით შეიქმნა “ციფრული ტრანსფორმაციის” საქართველოს კონსორციუმი, რომლის საინიციატივო ჯგუფის წევრია GEC.

9 ივლისს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა კონსორციუმის პრეზენტაცია და ხელი მოეწერა მემორანდუმს.

“ციფრული ტრანსფორმაციის” საქართველოს კონსორციუმი პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმაა და მიზნად ისახავს საქართველოს “ციფრული ტრანსფორმაციის”, საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.