logo

თანამშრომლობა აქსელთან

Cooperation with AXEL
ოქტ 12, 2023

დავიწყეთ მუშაობა ახალ პროექტზე, რომლის მიზანი აქსელისთვის ინვესტორთა და გაწევრიანების სახელმძღვანელოს შექმნაა.
 

აქსელი არის პირველი და უმსხვილესი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და აკავშირებს  პერსპექტიულ ადგილობრივ და საერთაშორისო მეწარმეებს ინვესტორებთან.
 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო ქსელისა და გარემოს გაძლიერებას. აქსელის მუდმივი განვითარება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს. სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის პირდაპირი სარგებლის გარდა, ეს პროექტი ევროპული საინვესტიციო ქსელებისთვის მთლიანად ქვეყნის მიმზიდველობას გაზრდის.
 

ჩვენი გუნდი შეიმუშავებს ორ სახელმძღვანელოს. ერთი გზამკვლევი მორგებულია ახალი ინვესტორების ონბორდინგის პროცესის გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მიზნად ისახავს ინვესტირების გზის აღწერას რაც დაეხმარება ინვესტორებს შეაფასონ სტარტაპ ბიზნეს გარიგებები და უფრო ეფექტიანად განათავსონ საკუთარი ინვესტიციები.
 

ინიციატივა მხარდაჭერილია USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ.