
GEC იწყებს ახალ პროექტს: „მთის ტრასების სააგენტოსთვის სამწლიანი ორგანიზაციული სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება“.
GEC-ის გუნდმა მთის ტრასების სააგენტოს წარმომადგენლებთან პროექტის ინიცირების შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და დაისახა სამოქმედო გეგმა. პროექტის ამოცანებია:
- დოკუმენტების, ბაზებისა და რესურსების პირველადი მოკვლევა;
- ინსტიტუციური სკანირება და გარემოს შეფასება;
- სტრატეგიული დაგეგმვის სესიების განხორციელება;
- სამწლიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- თანამშრომელთა ქოუჩინგი/ტრენინგი.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

