logo

USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამა და GEC აძლიერებენ პოლიტიკის დაგეგმვას ადგილობრივი გავლენისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში

USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამა და GEC აძლიერებენ პოლიტიკის დაგეგმვას ადგილობრივი გავლენისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში
მარ 19, 2024

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, გასულ კვირას, GEC- Business Growth Services-მა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე „მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვა“. 
 

 

ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვმუშაობთ მუნიციპალური განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისთვის, პოლიტიკის გაუმჯობესებული დაგეგმვის, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის და სტრატეგიული კოორდინაციის გზით. 
 

 

 USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან ერთად ხელს ვუწყობთ ინკლუზიურ საჯარო კონსულტაციებს და ვაძლიერებთ თემს ეფექტური მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის.