
სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში - აკრედიტაციის ცენტრი) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას. აკრედიტაციის ცენტრი დაარსდა 2005 წლის ნოემბერში. აკრედიტაციის ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ანიჭებს აკრედიტაციას შემდეგ შშო-ებს: საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები; ინსპექტირების ორგანოები; სამედიცინო ლაბორატორიები; პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები; პროდუქტის, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოები; საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი ორგანოები; აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოები;
