logo

ბაზის ბანკის პროდუქტის კვლევა და ანალიზი

img-case

კლიენტი : ბაზის ბანკი

ინდუსტრია: საბანკო და ფინანსური მომსახურება
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: კვლევა, მონაცემთა ანალიტიკა, ბაზრისა და ინდუსტრიის ანალიზი

 

პროექტის მიზანი: ბაზის ბანკის მიმდინარე გამოწვევების გადაჭრა, მათ შორის პროდუქტის გაყიდვების სისტემატური შემცირება, კორპორატიული კლიენტების ინდუსტრიების ამოცნობისა და კატეგორიზაციის სირთულე და მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მხარდაჭერის მიუღწეველი სტრატეგიული მიზნები. დავალების მიზანი იყო ბანკის კლიენტებისა და პროდუქტების მეორადი კვლევის ანალიზი, ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება კვლევის მონაცემებითა და ანალიზით, ასევე რეკომენდაციების შემუშავება პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

 

კონსულტაციის ფარგლებში:

  • განვახორციელეთ სს ბაზისბანკის პროდუქტებისა და კლიენტების მეორადი კვლევა და ანალიზი.
  • მოვამზადეთ ანალიტიკური დოკუმენტი კვლევის მონაცემებითა და შედეგებით.
  • შევიმუშავეთ რეკომენდაციები პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებისა და განახლების მიზნით.

 

გამოსავალი: პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბაზისბანკის არსებული პროდუქტებისა და კლიენტების ანალიზი მეორადი კვლევის საფუძველზე. GEC-ის გუნდმა მოამზადა ანალიტიკური დოკუმენტი, რომელმაც გამოავლინა გაყიდვების და კლიენტების კატეგორიზაციის არსებული სირთულეები და შეიმუშავა პრაქტიკული რეკომენდაციები. კვლევამ წარმოაჩინა ახალი პროდუქტების შემუშავებისა და არსებული პროდუქტების განახლების საჭიროება, რაც უკეთ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს და SMEs-ის მხარდაჭერის მიზნებს.

შედეგი: პროექტმა საშუალება მისცა ბაზისბანკს გამოევლინა სუსტი მხარეები პროდუქტის პორტფელში და კლიენტების სეგმენტაციის მიდგომებში. მიღებული შედეგები დაეხმარა ბანკს ახალი პროდუქტების შემუშავებასა და არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაში, რაც განამტკიცებს SMEs-ის მხარდაჭერას და ზრდის ბანკის კონკურენტუნარიანობას.
 

პროექტის ვადები: 2013 წლის 26 ივლისი – 2013 წლის 16 ოქტომბერი.