
GEC-ის პარტნიორი, გიორგი სიმონგულაშვილი, ჟიურის წევრად კავკასიის უნივერსიტეტის CUnicorn-ის მეხუთე ნაკადის დემო დღეზე! 🚀
CUnicorn არის პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ეხმარება სტუდენტებს და დამწყებ მეწარმეებს თავიანთი სტარტაპ იდეების განვითარებასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
დემო დღის ფარგლებში, გიორგი ჟიურის წევრის რანგში აფასებდა მონაწილე გუნდების იდეებს, ხედვასა და განვითარების პოტენციალს.💡
GEC-ში გვჯერა, რომ ეკოსისტემის გაძლიერება ახალი თაობის ლიდერების მხარდაჭერით იწყება.🌱

