

Expo Georgia: სტრატეგიული ცვლილებები ზრდისა და ეფექტურობისთვის
ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება
შემოსავლის ზრდა
გუნდის ფოკუსირება საერთო მიზნებზე და მათი მიღწევის მკაფიო გზის დაგეგმვა
მონაცემებზე დაფუძნებული სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება
სამუშაო პროცესების მოდერნიზება და პროდუქტიულობის ამაღლება
ყოველდღიური ოპერაციები ქაოტური და არაეფექტურია, ბევრი რამ ხელით კეთდება
ჩვენი ზრდის ტემპი ჩერდება, კონკურენტები ბაზრის წილს გვართმევენ, შემოსავალი მცირდება
გადაწყვეტილებები ხშირად ემყარება ინტუიციას და არა მონაცემებს, კომპანიის სრული სურათი არ ჩანს
ინდუსტრიები: ღონისძიებების მართვა, საკონვენციო ცენტრები
ქვეყნები: საქართველო
სერვისები: ორგანიზაციული შესრულების ანალიზი და რესტრუქტურიზაცია
პროექტის მიზანი: „ექსპო ჯორჯია“-ს ორგანიზაციული შესრულების ხარისხის შეფასება და ბიზნეს მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა ეფექტურ ოპერაციებს, ჩამოუყალიბებდა ეფექტური გაყიდვების მიდგომას და დააკმაყოფილებდა „ექსპო ჯორჯია“-ს სამომავლო განვითარების გეგმებს. GEC-ის გუნდმა ჩაატარა ორგანიზაციის დიაგნოსტიკა, ჩამოაყალიბა რესტრუქტურიზაციისთვის საჭირო გადაწყვეტილებები, შექმნა სამოქმედო გეგმა ცვლილებების განსახორციელებლად და დახმარების გაუწია ექსპოს გუნდს ცვლილებების განხორციელების პროცესში.
კონსულტაციის ფარგლებში ჩვენ:
- ჩავატარეთ ორგანიზაციული დიაგნოზი.
- შევიმუშავეთ რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებების პაკეტი.
- მოვამზადეთ სამოქმედო გეგმა ცვლილებების განხორციელებისთვის.
- გავუწიეთ მხარდაჭერა ცვლილებების განხორციელების პროცესში.
გამოსავალი
- მოხდა იმ გადაწყვეტილებებისა და დაგეგმვის პროცედურების იდენტიფიცირება, რომლებიც არ ეყრდნობოდა კვლევებს, რამაც განაპირობა ახალი – პროდუქტის განვითარების დეპარტამენტის შექმნა
- შემუშავდა გაყიდვების გუნდის ახალი სტრუქტურა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს გაყიდვების წარმომადგენლებს გაყიდონ შოუების პორტფოლიო და ფოკუსირება მოახდინონ ცალკეულ შოუებზე, გაყიდვებიოს ჩემპიონთა როლის დანერგვით
- გამოიკვეთა ბიზნესის 3 ძირითადი ხაზი: გამოფენა, ღონისძიება, ქირა, და მათთვის შევიმუშავეთ სხვადასხვა სტრატეგიული მიდგომები
- განახლდა ორგანიზაციული სტრუქტურა
- განვითარდა გაყიდვების ახალი მიდგომა
- შემუშავდა პოლიტიკა და პროცედურები, რომელთა გამოყენება დაიწყეს განყოფილებებმა
- შემუშავდა და ჩაიშვა გადახდისა და ბონუსის სისტემა.
შედეგი
„ექსპო ჯორჯია“-მ გაიარა რესტრუქტურიზაციის პროცესი და პირველი წლის ბოლოს აჩვენა შემდეგი შედეგები:
- 50%-იანი ზრდა გაყიდვებში;
- 16% ხარჯების შემცირება.

