

ფრანჩაიზინგული სისტემის სტრატეგიის სტრუქტურის ჩამოყალიბება შპს აპტოსისთვის
ახალ ბაზრებზე გასვლა ან საერთაშორისო მასშტაბით გაფართოება
ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება
უცხოურ ბაზარზე შესვლა სირთულეებსა და რისკებთან არის დაკავშირებული
ზრდის ტემპი არ არის სტაბილური და პროგნოზირებადი
კლიენტი : შპს აპტოს
ინდუსტრია: სილამაზე & სილამაზის სერვისები
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: სტრატეგიის განვითარება
პროექტის მიზანი: შპს აპტოსისა და ,,ტოტალ შარმი''–ის მხარდაჭერა ბიზნეს ოპერაციების გაფართოების მიმართულებით, სილამაზის კლინიკების ფრანჩაიზინგული სისტემის გამოყენებით. დავალებაში შედიოდა კომპანიის სიღრმისეული ანალიზი, ფრანჩაიზული სისტემის განვითარებაში მონაწილე მესამე მხარის საქმიანობის განსაზღვრა, მათი დოკუმენტაციის გადახედვა და წინასწარ განსაზღვრულ პროცესებთან შესაბამისობის შეფასება. ასევე პროექტის ფარგლებში შეიქმნა აპტოსის სამომავლო ბიზნეს მოდელი, ღირებულების შექმნის მოდელი, ორგანიზაციული და მენეჯმენტის სისტემის მოდელები და ფრანჩაიზული სტრატეგიის აუთლაინი, რომელიც მოიცავს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეფექტური სისტემის შესაქმნელად.
კონსულტაციის ფარგლებში:
- ჩატარებული იქნა შპს აპტოსის ბიზნეს ოპერაციების დეტალური ანალიზი.
- განსაზღვრული და გადახედილი იქნა მესამე მხარის წვლილი ფრანჩაიზინგულ სისტემაში.
- შექმნილი იქნა სამომავლო ბიზნეს მოდელი, ღირებულების შექმნის მოდელი, ორგანიზაციული და მენეჯმენტის სისტემის მოდელები.
- მომზადდა ფრანჩაიზული სტრატეგიის აუთლაინი სისტემის დანერგვისა და გადაწყვეტილებების მიმართულებისთვის
გამოსავალი: პროექტი ორიენტირებული იყო სტრუქტურირებული და ეფექტური ფრანჩაიზინგული სისტემის შექმნაზე, კომპანიის ოპერაციებისა და სტრატეგიული მიზნების გარდაქმნით პრაქტიკულ მოდელებად და სახელმძღვანელოებად.
შედეგი: პროექტმა შპს აპტოსისთვის უზრუნველყო ნათელი სამოქმედო გეგმა ფრანჩაიზინგული გაფართოებისათვის, გამართული მენეჯმენტის სტრუქტურები და სტრატეგიული ხელმძღვანელობა ახალი ლოკაციებისთვის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად.
პროექტის ვადები: აპრილი 2017 – სექტემბერი 2017
