

ფუნქციების და პასუხისმგებლობების განაწილების განსაზღვრა და შესაბამისი სამუშაო აღწერილობების ჩამოყალიბება შპს აპტოსისთვის
პასუხისმგებლობის გაზრდა და შედეგების თანმიმდევრულობის შენარჩუნება
გუნდის ფოკუსირება საერთო მიზნებზე და მათი მიღწევის მკაფიო გზის დაგეგმვა
გუნდი არ არის ერთი მიზნისკენ მიმართული, პასუხისმგებლობის დეფიციტია
პრიორიტეტების დადგენა ამ ეტაპზე გამოწვევაა
კლიენტი : შპს აპტოს
ინდუსტრია: ბიზნეს სერვისები, ორგანიზაციული მენეჯმენტი
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: ტრანსფორმაცია, ორგანიზაციული დიზაინი
პროექტის მიზანი: შპს აპტოსთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავების მხარდაჭერა ფრანშიზულ პაკეტებზე. პროექტი მოიცავდა ფრანშიზული კომპანიის ფუნქციების ანალიზს, ფუნქციების შესაბამის როლებზე გადანაწილებას, ფუნქციური არეების იდენტიფიკაციას, თითოეული არისთვის როლების განსაზღვრას და შესაძლო როლების გაერთიანებისა ან აუთსორსინგის შეფასებას. შემუშავდა სამუშაო აღწერილობები განსაზღვრული როლებისთვის და მიეწოდათ რეკომენდაციები ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ.
კონსულტაციის ფარგლებში:
- გავაკეთეთ ფრენჩაიზინგული კომპანიის ფუნქციების ანალიზი და გადავანაწილეთ ისინი შესაბამის როლებზე
- დავადგინეთ ფუნქციური არეები და მათზე როლები
- შევაფასეთ ფუნქციების გაერთიანების ან გარე მომსახურების შესაძლებლობები
- მოვამზადეთ დეტალური სამუშაო აღწერილობები ყველა განსაზღვრული როლისთვის
- მივაწოდეთ რეკომენდაციები ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის
გამოსავალი: პროექტის შედეგად შეიქმნა სტრუქტურირებული სამუშაო აღწერილობების კომპლექტი, რომელიც შესაბამისობაშია ფრანშიზული კომპანიის ფუნქციურ არეებთან. კონსულტაციამ უზრუნველყო პასუხისმგებლობების გარჩევადობა, როლების ოპტიმალური განაწილება და შესაძლო გაერთიანების ან აუთსორსინგის მიმართულებით რეკომენდაციების გაწევა.
შედეგი: შპს აპტოსმა მიიღო სრულყოფილი სამუშაო აღწერილობების კომპლექტი და რეკომენდირებული ორგანიზაციული სტრუქტურა, რაც აუმჯობესებს საოპერაციო ეფექტურობას და მხარს უჭერს ფრანშიზის ზრდას. მიღებული დოკუმენტაცია უზრუნველყოფს როლების ერთგვაროვან მართვას სხვადასხვა ფრანშიზულ პაკეტში.
პროექტის ვადები: სექტემბერი 2018 – ნოემბერი 2018
