logo

GEC გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

GEC გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა
ივლ 09, 2021

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

GEC-ის საქმიანობის ფუნდამენტური ღირებულება მდგრადი განვითარებაა. ჩვენი კომპანია სისტემური მიდგომის გამოყენებით მიჰყვება ბიზნესის რეალური მდგრადობის პრინციპებს (Business Sustainability 3.0), რათა პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე, ეკონიმიკასა და საზოგადოებაზე, და უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

ჩვენი მიზანია, ჰოლისტიკური მიდგომის გამოყენებით, მხარი დავუჭიროთ ორგანიზაციებს/კომპანიებს, რათა მოახდინონ მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის ინტეგრირება საქმიანობის ყველა დონეზე და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოს მდგრად ტრანსფორმაციაში.