logo

GEC-მა დაასრული პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემის გაძლიერებისკენ იქო მიმართული

GEC-მა დაასრული პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემის გაძლიერებისკენ იქო მიმართული
თებ 08, 2024

GEC- Business growth services-მა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით წარმატებით დაასრულა პროექტი, რომელიც Axel-ის გაძლიერებით საქართველოში ანგელოზის საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებისკენ იყო მიმართული.

 


 გასული თვეების განმავლობაში ჩვენი გუნდი მუშაობდა Axel-ის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის ინვესტორების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით. ქვემოთ მოცემულია მიღწეული შედეგების მოკლე მიმოხილვა:

 


 გზამკვლევი: GEC- Business growth services-მა შექმნა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაზე მორგებული ორი სახელმძღვანელო. ერთ-ერთი მათგანი იმ აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს სტარტაპებში ინვესტირებაში და მათ Axel-ის პროცესებს დეტალურად აცნობს. ხოლო მეორე სახელმძღანელო Axel-ის უკვე არსებული წევრებისთვის შეიქმნა და ეხმარება მათ იმაში, რომ უკეთ შეაფასონ სტარტაპები და უფრო ეფექტიანად წარმართონ ინვესტირების პროცესი.
 ვიდეოები: შეიქმნა ვიდეოები სოციალური მედიისთვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს Axel-ისა და ზოგადად ენჯელინგის ცნობადობას და მის მიმართ ინტერესის ზრდას.
 მედიაში გაშუქება: ცნობილ ქართულ მედიასაშუალებებში სტრატეგიულად განთავსებულმა მაღალხარისხიანმა სტატიებმა გაზრდა Axel-ის ცნობადობა და გააძლიერა მისი პოზიცია ადგილობრივ საინვესტიციო საზოგადოებაში.
 ცოდნის გაზიარება: ინტერაქტიული ონბორდინგის სესიების წარმატებულმა სერიებმა ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის უშუალო ურთიერთობასა და ცოდნის გაზიარებას.
 

 

უღრმესი მადლობა Axel-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული წვლილისთვის.