
SavvY-ის ინიციატივით, Holy Motors-თან და Holar Software-თან პარტნიორობით შეიქმნა პლატფორმა https://supportbusiness.ge/, რომლის მთავარი მიზანია გააერთიანოს ბიზნეს სექტორი COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების წინაშე.
გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ SavvY-ის ინიციატივას და ერთობლივი ძალებით, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვუპასუხოთ თქვენს საჭიროებებს და დაგეხმაროთ მოულოდნელი სირთულეების დაძლევაში.
GEC დაგეხმარებათ ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაში, პროდუქტის/სერვისის განახლებაში, ტექნოლოგიურ განვითარებაში, ორგანიზაციული არაეფექტურობის დაძლევაში, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციაში, კრიზისის მართვაში და სხვა მრავალი გამოწვევის გამკლავებაში.
დროა ერთად ვაქციოთ დღევანდელი გამოწვევა შესაძლებლობად!

