logo

ჯგუფური ქოუჩინგ სესიები ბიზნეს პროცესების ანალიზსა და ოპტიმიზაციაზე

ERT on Business Process Analysis and Optimization
ივნ 09, 2023

GEC უძღვება USAID-ის HICD ინსტიტუციური განვითარების ცენტრის ჯგუფური ქოუჩინგის სესიებს თემაზე: „ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია“. სესიები ეხმარება მონაწილე ორგანიზაციებს გააძლიერონ თავიანთი კრიტიკული ბიზნეს პროცესები, მიზნობრივი პროცესის მოდელირებისა და ოპტიმიზაციის გზით. 

სესიები ტარდება შემდეგი ორგანიზაციების მონაწილეებთან: 
- საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო; 
- ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;  
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 


სესიებს უძღვებიან ჩვენი პარტნიორი, ეკა ქათამაძე და ბიზნეს კონსულტანტი ალექსანდრე ჭელიძე.  


მონაწილე ორგანიზაციებმა შეარჩიეს მათთვის ყველაზე კრიტიკული 2-3 ბიზნეს პროცესი და ჩვენი მხარდაჭერით ახორციელებენ პროცესის მოდელირებას და შემდგომ ოპტიმიზაციას. ორგანიზაციები შემდგომში ასევე განახორციელებენ ოპტიმიზირებული პროცესის დანერგვას. ​ 


დაგეგმილი 28 შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, ჩავატარებთ დისკუსიებს, ანალიზებსა და პრაქტიკულ სამუშაოს. ERT სესიების დასასრულს, მონაწილე ორგანიზაციები აამაღლებენ ბიზნეს პროცესების ეფექტურობას.