

კორპორატიული ტრეინინგი პროექტების ფინანსურ ანალიზსა და მოდელირებაში საქართველოს ბანკისთვის
კლიენტი: საქართველოს ბანკი (BOG)
ინდუსტრია: საბანკო საქმე, ფინანსები
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: საკონსულტაციო, კორპორატიული ტრენინგი
პროექტის მიზანი: საქართველოს ბანკის თანამშრომლების მხარდაჭერა კორპორატიული საბანკო და მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტებში, ფინანსური ანალიზის, ფინანსური მოდელირებისა და დაბეგვრის საკითხებში ცოდნის გაღრმავების მიზნით. ტრენინგის პროგრამამ მოიცვა ძირითადი თემები, მათ შორის ფინანსური ანგარიშგებისა და მისი კომპონენტების ანალიზი, ფულის დროებითი ღირებულება, ფინანსური თანაფარდობის ანალიზი, IFRS და დაბეგვრა. მონაწილეებმა გაიარეს მაღალი ხარისხის ტრენინგები და მიიღეს დამხმარე სასწავლო მასალები.
კონსულტაციის ფარგლებში:
- შევიმუშავეთ და ჩავატარეთ კორპორატიული ტრენინგები სპეციალურად BOG-ის თანამშრომლებისთვის.
- მივაწოდეთ პრაქტიკული ცოდნა ფინანსურ ანალიზში, მოდელირებასა და დაბეგვრის საკითხებში.
- შევიმუშავეთ და გავავრცელეთ მაღალი ხარისხის სასწავლო და დამხმარე მასალები.
- გავაძლიერეთ კორპორატიული და SME დეპარტამენტის თანამშრომლების შესაძლებლობები თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებაში
გამოსავალი: პროექტმა შემოიტანა სტრუქტურირებული სასწავლო პროგრამა, რომელიც აერთიანებდა თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოყენებასთან. ტრენინგებმა მონაწილეები აღჭურვა ფინანსური ანალიზისა და მოდელირების თანამედროვე უნარებით და გააუმჯობესა მათი ცოდნა IFRS-ისა და დაბეგვრის საკითხებში.
შედეგი: 120-ზე მეტმა თანამშრომელმა კორპორატიული და SME დეპარტამენტებიდან წარმატებით გაიარა ტრენინგის პროგრამა. შედეგად, საქართველოს ბანკმა გააძლიერა საკუთარი შიდა შესაძლებლობები ეფექტიანი ფინანსური ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების მიმართულებით, რამაც გააუმჯობესა როგორც ოპერაციული ეფექტიანობა, ისე კლიენტების მომსახურება.
პროექტის ვადები: 2010 წლის 30 ნოემბერი – 2011 წლის 22 მარტი
