logo

ლია კერესელიძე

ლია კერესელიძე არის GEC Business Growth Services-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი. მას აქვს ექსპორტისა და საერთაშორისო გაყიდვების სფეროში 8 წელზე მეტი გამოცდილება და სპეციალიზირდება ქართული ბიზნესების საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანასა და გაყიდვების სისტემების განვითარებაში.


GEC-ში ლია პასუხისმგებელია ბიზნეს განვითარებასა და ექსპორტის მიმართულებაზე — ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო კომპანიებს საექსპორტო პოტენციალის გამოვლენასა და გლობალურ ბაზრებზე შესვლის სტრატეგიების შემუშავებაში.


GEC-ში საქმიანობის პარალელურად, ლია ახორციელებს საგანმანათლებლო მიმართულებას — უძღვება საავტორო კურსს Digital Export Manager, სადაც ასწავლის ექსპორტის ციფრული ინსტრუმენტებისა და სისტემების პრაქტიკულ გამოყენებას.


ლიას კარიერის მანძილზე განხორციელებული პროექტები მოიცავს ექსპორტს 15-ზე მეტ ქვეყანაში, $5 მილიონიანი საერთაშორისო გარიგების წარმართვასა და SME-ების ექსპორტის სტრატეგიების შემუშავებას.


ლიას აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი, ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან და Visionest Institute-ის EU-სერტიფიცირებული საექსპორტო კონსულტაციის მაგისტრის პროგრამა.