logo

პარტნიორობა Startup Grind-თან

პარტნიორობა Startup Grind-თან
დეკ 10, 2020

GEC გახდა Startup Grind Tbilisi-ს პარტნიორი და "ინვესტორთა სესიის" სპონსორი Europe-Asia Connect ღონისძიებაზე.

პანდემიის გამო, წელს ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება რეგიონში, რომელშიც უმასპინძლებს 5000-ზე მეტ მონაწილეს, 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, მათ შორის მილიარდ დოლარიანი კომპანიების დამფუძნებლებს, Venture Capitalist-ებს და სტარტაპების საერთაშორისო აუდიტორიას, ტექნიკური ლიდერების, ინვესტორებისა და სხვა მონაწილეების ჩათვლით.

ღონისძიება 12 დეკემბერს დაიწყება და 3 დღე გაგრძელდება. მონაწილეებს აქვთ უნიკალური საშულება შეხვდნენ ინვესტორებს, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დამფუძნებლებს, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპების წარმატების ისტორიებს და დაამყარონ ღირებული კავშირები.

ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ღონისძიების ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://startupgrind.ge/