

შპს "რეტკო" ჯგუფის საქმიანობის შეფასება
გუნდის ფოკუსირება საერთო მიზნებზე და მათი მიღწევის მკაფიო გზის დაგეგმვა
ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება
ყოველდღიური ოპერაციები ქაოტური და არაეფექტურია, ბევრი რამ ხელით კეთდება
გუნდი არ არის ერთი მიზნისკენ მიმართული, პასუხისმგებლობის დეფიციტია
კლიენტი: შპს "რეტკო"
ინდუსტრია: ენერგეტიკა & წარმოება
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: საკონსულტაციო, ოპერაციული საქმიანობის შეფასება
პროექტის მიზანი: "რეტკოს" (რუსთავის ელექტროტექნიკური კომპანია) ქვეშ გაერთიანებული 7 კომპანიის საქმიანობის დონის შეფასება ორგანიზაციულ, პროცესულ და ინდივიდუალურ დონეზე. დავალებაში შედიოდა ხარვეზების და ნაკლოვანებების დადგენა, ყველა პროცესის და თანამშრომლის მუშაობის შეფასება, ასევე ხარვეზის შემსუბუქებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების ინსტრუმენტების მიწოდება. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა ორგანიზაციის ახალი სტრუქტურის მოდელი, კომპანიების ნაწილობრივი შერწყმა და ინფორმაციის გავრცელების მეთოდოლოგია.
კონსულტაციის ფარგლებში:
- ჩატარებული იქნა კომპანიის ეფექტურობის სრული შეფასება ორგანიზაციულ, პროცესულ და ინდივიდუალურ დონეზე.
- დადგენილი იქნა ხარვეზები და შემუშავებული რეკომენდაციები ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
- შექმნილი იქნა პროექტის მართვის, პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტები.
- შემუშავებული იქნა ორგანიზაციის ახალი სტრუქტურა და ნაწილობრივი კომპანიების შერწყმა ოპერაციების გასაუმჯობესებლად.
გამოსავალი: პროექტი ორიენტირებული იყო ორგანიზაციული ეფექტურობის, პროცესების მართვისა და თანამშრომლების მუშაობის გაუმჯობესებაზე სტრუქტურირებული რეკომენდაციებით, ინსტრუმენტებითა და სამოქმედო გეგმით.
შედეგი: პროექტის განხორციელების შედეგად შპს "რეტკო" შეძლო ეფექტურობის ხარვეზების უკეთ გაგება, ოპერაციების ეფექტურობის გაზრდა და ორგანიზაციული მენეჯმენტის სტრუქტურების გაძლიერება.
პროექტის ვადები: დეკემბერი 2014 – თებერვალი 2015
