

სტრატეგიული განვითარება და ბიზნეს-მოდელის შემუშავება შპს White Studio-სთვის
შემოსავლის ზრდა
ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება
ჩვენი ზრდის ტემპი ჩერდება, კონკურენტები ბაზრის წილს გვართმევენ, შემოსავალი მცირდება
ზრდის ტემპი არ არის სტაბილური და პროგნოზირებადი
კლიენტი : White Studio
ინდუსტრია: კრეატიული სერვისები, ბიზნეს კონსულტაცია
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: საკონსულტაციო მომსახურება, ტრანსფორმაცია, სტრატეგიული განვითარება, შესრულების გაუმჯობესება/რესტრუქტურიზაცია
პროექტის მიზანი: White Studio-ს მენეჯმენტის ეფექტურობის გაუმჯობესება სწორი ბიზნეს მოდელისა და კორპორატიული სტრატეგიის შემუშავებით, დეტალური სამოქმედო გეგმით მომდევნო წლებისთვის. მიზნის მისაღწევად განხორციელდა კომპანიის ბოლო წლების საფუძვლიანი ანალიზი და განსაზღვრული იქნა სამომავლო განვითარების ნაბიჯები. საკონსულტაციო მომსახურება შედგებოდა ორი ძირითადი კომპონენტისგან: ბიზნეს მოდელის ანალიზი და სტრატეგია და ბიზნეს მოდელის შემუშავება.
კონსულტაციის ფარგლებში:
- გავაანალიზეთ White Studio-ს შესრულებული სამუშაოები და შედეგები
- შევაფასეთ არსებული ბიზნეს მოდელი და ორგანიზაციული სტრუქტურა
- შევიმუშავეთ ოპტიმიზირებული ბიზნეს მოდელი, რომელიც მორგებულია კომპანიის მიზნებზე
- დავაგეგმეთ კორპორატიული სტრატეგია, შესაბამისი სტრატეგიულ მიზნებთან მიმართებაში
- მოვამზადეთ დეტალური სამოქმედო გეგმა სამომავლო შედეგებისთვის
გამოსავალი: პროექტი ეყრდნობოდა White Studio-ს ბიზნეს მოდელის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შეთავსებას, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებას და მდგრადი ზრდის გზას განსაზღვრას. საკონსულტაციო მომსახურებამ უზრუნველყოფა კომპანიისთვის მკაფიო კორპორატიული სტრატეგია და პრაქტიკული ნაბიჯები ბაზარზე პოზიციისა და შიდა პროცესების გაძლიერებისთვის.
შედეგი: White Studio-მ მიიღო სტრუქტურირებული ბიზნეს მოდელი, მკაფიოდ განსაზღვრული კორპორატიული სტრატეგია და დეტალური სამოქმედო გეგმა, რაც ხელს უწყობს მენეჯმენტის უკეთ გადაწყვეტილებების მიღებას, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდას და სტრატეგიული მორგების უზრუნველყოფას მომავალი ზრდისთვის.
პროექტის ვადები: აპრილი 2019 – აგვისტო 2019
