logo

თანამშრომლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან

Cooperation with the Ministry of Finance and Economy of Adjara
აპრ 19, 2022

GEC იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოპერაციული გეგმის შემუშავებას, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარებას. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სამინისტროს მიერ აჭარის რეგიონში სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებას. 
 
13 აპრილს, GEC-ის გუნდმა სამინისტროს მენეჯმენტთან პროექტის ინიცირების შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და დაისახა სამოქმედო გეგმა. პროექტის ფარგლებში GEC-ის გუნდი განახორციელებს:

- სამინისტროს ფუნქციურ ანალიზს;
- კონსოლიდირებული ოპერაციული გეგმის შემუშავებას და შემდეგი პროცესების აღწერას: საჯარო ფინანსების მართვა; ბიუჯეტირება; ბუღალტერია; ქონების მართვა; საინვესიტიციო პროექტების მართვა; სამშენებლო რეგულაციები; ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვა; შესყიდვების და მომარაგების მართვა; ადამიანური რესურსების მართვა; საზოგადოებასთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაციები;
- ადამიანური რესურსების მართვის სისტემის მოდელირებას;
- ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი თანამშრომელთა ქოუჩინგს;
- განახლებული ბიზნეს პროცესების აღწერილობებს და დოკუმენტების პილოტირებას;
- სამინისტროს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერების ტრენინგებს დანერგილ სისტემებთან დაკავშირებით.  

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.