logo

თანამშრომლობა სააგენტოსთან აწარმოე საქართველოში

თანამშრომლობა სააგენტოსთან აწარმოე საქართველოში
აგვ 12, 2020

GEC იწყებს ახალ პროექტს - სააგენტოსთვის "აწარმოე საქართველოში" ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პლატფორმის შექმნა.

პროექტის მიზანია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერა ინტერაქციული ელექტრონული პლატფორმის შექმნაში, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს ბიზნესებისთვის სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტებს, როგორებიცაა:

ა) ფინანსური პროდუქტები და სერვისები კომერციული ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისგან, სალიზინგო და სადაზღვეო კომპანიებისგან და საინვესტიციო & კერძო კაპიტალის ფონდებისგან საქართველოშ

ბ) გრანტები და ფინანსური დახმარების მექანიზმები, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების/პროგრამების მიერ საქართველოში.

პროექტის მხარდამჭერია USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში, რომელსაც ახორციელებს DAI.