logo

თანამშრომლობა საპენსიო სააგენტოსთან

თანამშრომლობა საპენსიო სააგენტოსთან
მაი 10, 2022

GEC იწყებს ახალ პროექტს: „საპენსიო სააგენტოს გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.“

10 მაისს GEC-ის გუნდმა საპენსიო საგენტოს მენეჯმენტთან პროექტის ინიცირების შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და დაისახა სამოქმედო გეგმა. პროექტის ფარგლებში GEC-ის გუნდი განახორციელებს:

- სააგენტოს სამწლიანი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შექმნას, ორგანიზაციის მისიის, ხედვის, ღირებულებების, საშუალოვადიანი პრიორიტეტების, მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების შემუშავების ჩათვლით;
- ორწლიანი სამოქმედო გეგმის განვითარებას, კონკრეტული აქტივობებითა და ქმედებებით, ბიუჯეტით, პასუხისმგებელი ქვედანაყოფებით/მენეჯერებით და მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმებით, რომელთა მიხედვით მოხდება პროგრესის გაზომვა და სტრატეგიის განხორციელების შეფასება.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.