
GEC იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარებასა და პოლიტიკის ციკლის მართვის ჩამოყალიბებას.
10 აგვისტოს, GEC-ის გუნდმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან პროექტის ინიცირების შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და დაისახა სამოქმედო გეგმა. პროექტის ამოცანებია:
- ორგანიზაციის მანდატის, სტრატეგიის, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო შეზღუდვების გაცნობა და შესწავლა;
- არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, HRM პოლიტიკისა და პროცედურული სახელმძღვანელოსა და დამხმარე დოკუმენტების გაცნობა;
- არსებული პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება;
- შესაბამისი პერსონალის ქოუჩინგი და ახლად განვითარებული HRM სისტემის დანერგვის პილოტირება;
- პოლიტიკის/საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის, ინიცირების და მონიტორინგის პროცესთა ჩამოყალიბება;
- პოლიტიკის ციკლის მართვის სახელმძღვანელოს შემუშავება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

