logo

თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან

თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან
ნოე 09, 2021

GEC-იმ დაიწყო ახალი პროექტი: "პოლიტიკის დოკუმენტების დამუშავებისა და კოორდინაციის ელექტრონული მართვის სისტემის (PDCEMS) არქიტექტურის დიზაინის დოკუმენტის შექმნა".

პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის საერთო პოლიტიკის სტანდარტების გამოყენებისა და პროცესის ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კონსულტაციის მიზანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და კოორდინაციის ელექტრონული მართვის სისტემის (PDCEMS) შექმნაში სისტემის არქიტექტურის დიზაინის დოკუმენტის შემუშავების გზით. არქიტექტურული დიზაინის დოკუმენტი შემდგომში გამოყენებული იქნება პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ფაზაზე.

პროექტის მხარდაჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა UK aid მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას.