logo

თანამშრომლობა სტარტაპ კომპანიებთან

თანამშრომლობა სტარტაპ კომპანიებთან
მაი 25, 2021

GEC იწყებს ახალ პროექტს: „ბიზნეს ტრენინგი და ქოუჩინგი სტარტაპ კომპანიებისთვის“.

პროექტის მიზანია ტრენინგებისა და ინდივიდუალური ქოუჩინგ/საკონსულტაციო სესიების განხორციელება USAID/ZRDA-სა და დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სახის პროდუქციას, როგორიცაა: ორგანული გაზიანი სასმელი-კომბუჩა, კომპლექსური სასუქები, მეორადი საავტომობილო ზეთები, რძის ნაწარმი, მაღალხარისხიანი ნახშირი.
პროექტის ამოცანებია:

- პრაქტიკული ვორქშოპების ჩატარება შემდეგ სფეროებში: მარკეტინგი, გაყიდვები, PR-ი, ბრენდინგი, კომუნიკაციებისა და ორგანიზაციული მენეჯმენტი;
- ინდივიდუალური ქოუჩინგ სესიების ჩატარება, რაც დაეხმარება კომპანიის წარმომადგენლებს გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის საბოლოო შედეგების დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში;
- ტრენინგებისა და ინდივიდუალური ქოუჩინგ სესიების შედეგად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება USAID/ZRDA Activity in Georgia-ს მხარდაჭერით.