

საზოგადოებისთან ურთიერთობისა და PR სტრატეგიის შემუშავება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსათვის
მომხმარებლის გამოცდილების, კმაყოფილებისა და ლოიალობის გაუმჯობესება
გუნდის ფოკუსირება საერთო მიზნებზე და მათი მიღწევის მკაფიო გზის დაგეგმვა
გუნდი არ არის ერთი მიზნისკენ მიმართული, პასუხისმგებლობის დეფიციტია
მომხმარებელთა უკმაყოფილება მატულობს
კლიენტი : საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო
ინდუსტრია: საჯარო ადმინისტრირება, კომუნიკაცია, საკონსულტაციო სერვისები
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: სტრატეგიის შემუშავება, კორპორატიული ტრენინგი, საკონსულტაციო და ტრანსფორმაციული სერვისები
პროექტის მიზანი: საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსათვის თანამედროვე და ეფექტური საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მართვის სისტემის შექმნა, მათ შორის გრძელვადიანი სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და სააგენტოს გუნდის შესაძლებლობების გაძლიერება.
გამოსავალი: 2022–2025 წლებში შემუშავდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სამწლიანი სტრატეგია, ასევე ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2022–2023). შეიქმნა ახალი ლოგო და ბრენდის წიგნი ვიზუალური იდენტობის სახელმძღვანელოებით, ჩატარდა სპეციალიზებული სამუშაო და ქოუჩინგ სესიები მენეჯმენტისა და PR გუნდისათვის. დამატებით, მომზადდა შაბლონები, ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიები კომუნიკაციური კამპანიებისათვის.
შედეგი: პროექტის შედეგად სისტემატიზირდა სააგენტოს კომუნიკაციის პროცესები და მესიჯინგის სტრატეგია, გაძლიერდა მედია ურთიერთობები და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა. ასევე გაუმჯობესდა შიდა და გარე კომუნიკაციის პრაქტიკა და უზრუნველყოფილი იქნა მდგრადი ინსტრუმენტები გრძელვადიანი კომუნიკაციის ეფექტიანად სამართავად.
პროექტის ვადები: ნოემბერი 2021 – მარტი 2022
