
სტრატეგიის შემუშავება
შესრულების გაუმჯობესება
ფინანსური მენეჯმენტი
სტარტაპის განვითარება და ბიზნესის დაგეგმვა
რაოდენობრივი და თვისებრივი ბიზნეს ანალიზი
გიორგი არის GEC- Business Growth Services-ის პარტნიორი. მას აქვს მენეჯმენტისა და კონსულტაციის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება ევროპის და ცენტრალური აზიის ბაზრებზე. იგი სპეციალიზირებულ ფართომასშტაბიან ტრანსფორმაციებში. გიორგი ეხმარებოდა კომპანიების უმაღლეს რგოლს ძირითადი შესაძლებლობების გამყარებაში, ორგანიზაციული ეფექტურობის ამაღლებაში, სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმვის მიმართულებით და ბიზნესის შიდა პროცესების განახლებაში. ის აქტიურად თანამშრომლობდა მცირე და საშუალო ორგანიზაციებთან და ახალ ბიზნესებთან, ქმნიდა მათთვის პერსონალიზებულ სტრატეგიებს გაფართოებისა და მასშტაბირებისთვის.
როგორც მასშტაბური ტრანსფორმაციის ექსპერტი, გიორგი ხელმძღვანელობდა მრავალ პროექტს, რომელთა მთავარი მიზანი იყო კომპანიის შიდა შესაძლებლობების განვითარება და შესრულების ოპტიმიზაცია. ის არის სტრატეგიული მოაზროვნე, რომელიც წარმატებით ახერხებს ეფექტური ორგანიზაციული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ფინანსური სტრატეგიის შემუშავების რჩევების მიცემას. გიორგი აქტიურად უწევს მენტორობას მცირე და საშუალო საწარმოებსა და სტარტაპებს, ეხმარება მათ ბიზნესის მასშტაბირებისა და მდგრადი ზრდის გეგმების შემუშავებაში.
ოპერაციულ და ფინანსურ მენეჯმენტში 15 წელზე მეტი გამოცდილებით, გიორგი კარგად არის გათვითცნობიერებული სტრატეგიულ, ოპერაციულ და ფინანსურ დაგეგმვაში, ასევე ფინანსურ, ბუღალტრულ აღრიცხვაში, ბიუჯეტირებასა და ოპერაციული პროცესების ზედამხედველობაში. კონსულტაციური საქმიანობის გარდა, მას 10 წლამდე გამოცდილება აქვს წამყვან ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში ტრენინგებისა და სწავლების სფეროში.
GEC- Business Growth Services-ის გარდა, გიორგი არის საქართველოს მენეჯმენტის კონსულტაციების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) საკონსულტაციო საბჭოს წევრი და GeoEduConsulting Foundation-ის დამფუძნებელი. გიორგი მიზანია მსოფლიოში დადებითი გავლენის მოხდენა საკუთარი ექსპერტიზით , რათა ცვლილებები შეიტანოს თავის საზოგადოებასა და მის ფარგლებს გარეთ.
გიორგის აქვს მენეჯმენტის დიპლომი მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლიდან, ფინანსების დოქტორის ხარისხი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ფინანსების დოქტორის ხარისხი კავკასიის ბიზნესის სკოლიდან და რობინსონის ბიზნესის კოლეჯიდან, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
