logo

საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიის მიმოხილვა და სამკერვალო კომპანიებისთვის პროფაილების შექმნა

img-case

კლიენტი: USAID EPI

ინდუსტრია: სამკერვალო, ტექსტილი, მოდის ინდუსტრიული წარმოება
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: კვლევა, ინდუსტრიის/სექტორის/ბაზრის/ღირებულების ჯაჭვის კვლევა

 

პროექტის მიზანი: EPI პროექტის ბენეფიციარების – ადგილობრივი სამკერვალო კომპანიების – დახმარება კომპანიის პროფილების მომზადებაში, რაც მათ გაზრდიდა შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში შეირჩა და გამოიკითხა ათი კომპანია, შეგროვდა ყველა საჭირო და ღირებული ინფორმაცია პროფილების შესაქმნელად. გარდა ამისა, შემუშავდა და მიწოდებულ იქნა მიმზიდველი ინფორმაცია და ფოტოები, რომლებიც გამოყენებულ იქნა კომპანიების ბროშურებში. პროექტის შედეგად, ქართული სამკერვალო კომპანიები წარმატებით წარდგნენ საერთაშორისო გამოფენებზე.

 

კონსულტაციის ფარგლებში:

  • შევარჩიეთ და გამოვკითხეთ ათი სამკერვალო კომპანია.
  • შევაგროვეთ და გავაანალიზეთ პროფილების შესაქმნელად საჭირო ინფორმაცია.
  • მოვამზადეთ მაღალი ხარისხის შიგთავსი და ფოტოები ბროშურებისთვის.
  • შევქმენით სტრატეგიული პროფილები საერთაშორისო პრომოციისთვის.

 

გამოსავალი: კონსულტაციის შედეგად შეიქმნა სრულყოფილი და ვიზუალურად მიმზიდველი კომპანიების პროფილები, რომლებშიც ხაზგასმული იყო მათი შესაძლებლობები და უნიკალური მახასიათებლები. ეს პროფილები, პროფესიული ფოტოებითა და საინტერესოდ ჩამოყალიბებული შინაარსით, წარმოადგენდა ეფექტურ ინსტრუმენტს კომპანიის ბიზნეს განვითარების მხარდასაჭერად.


შედეგი: პროექტის შედეგად ქართული სამკერვალო კომპანიებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს საკუთარი კონკურენტუნარიანობა და საერთაშორისო ბაზრებზე ხილვადობა. შექმნილი პროფილები და ბროშურები გამოიყენეს საერთაშორისო გამოფენებზე, რამაც კომპანიებს მისცა შესაძლებლობა ახალი პარტნიორობის დამყარებისა და ექსპორტის შესაძლებლობების კვლევისათვის.
 

 

პროექტის ვადები: 2012 წლის აპრილი – 2012 წლის ოქტომბერი