logo

საქპატენტის 2021-2024 წლების ინსტიტუცირი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მხარდაჭერა

img-case

კლიენტი :  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი

ინდუსტრია: ადმინისტრაციული და მხარდაჭერის სერვისები
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: საკონსულტაციო, სტრატეგიის შემუშავება

პროექტის მიზანი: დავხმარეთ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს (NIPCG) 2021-2024 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ცენტრის თანამშრომლებთან და სამუშაო ჯგუფების ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც შეიქმნა პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია მთლიანად ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესს“ და უზრუნველყოფდა საჭირო ინფორმაციის/მასალის დროულ შეგროვებასა და განხილვას.

 

კონსულტაციის ფარგლებში:

  • ჩავატარეთ კვლევა და განვიხილეთ შესაბამისი დოკუმენტაცია
  • გავმართეთ კონსულტაციები ძირითად სტეიკჰოლდერებთან სტრატეგიის შემუშავების გამოწვევების გამოსავლენად
  • შევისწავლეთ წარმატებული IP ოფისების საერთაშორისო პრაქტიკა და ეროვნული ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიები
  • შემუშავდა ზემოქმედი ფაქტორების რუკა, რომელიც ახდენს გავლენას NIPCG-ის ოპერაციების ეფექტურობაზე
  • განხორციელდა ფოკუს ჯგუფების ვორქშოფების დისკუსიები განსაზღვრული სიტუაციური ანალიზის მეთოდოლოგიის საფუძველზე
  • ჩაერთო NIPCG სტრატეგიის შემუშავების ჯგუფი სამუშაო პროცესში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ონ-ჯობს ტრენინგის მიზნით
  • ხელს შევუწყეთ სპეციალური ჯგუფების სამუშაო პროცესი, მათ შორის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და მენეჯმენტი
  • შემუშავდა 2021-2024 წლების საქპატენტის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი, მონიტორინგისა და შეფასების გეგმით და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით
  • შედგა საბოლოო საკონსულტაციო ანგარიში, საკონსულტაციო პერიოდში მიღწეული შედეგების აღწერით

 

გამოსავალი: კონსულტაცია მიზნად ისახავდა NIPCG-სთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც პასუხობს როგორც შიდა ოპერაციულ გამოწვევებს, ასევე გარე ფაქტორებს. GEC უზრუნველყოფდა პარტნიორთა ჩართულობას, სტრუქტურირებული ანალიზების ჩატარებას და სტრატეგიის შესაბამისობას საუკეთესო პრაქტიკებთან.

შედეგი: პროექტის შედეგად შეიქმნა 2021-2024 წლების ინსტიტუციური განვითარების სრული სტრატეგია NIPCG-სთვის, დეტალური სამოქმედო გეგმებით და მონიტორინგის/შეფასების ჩარჩოთი. სტრატეგიამ გააძლიერა ორგანიზაციული მენეჯმენტი, გააუმჯობესა ოპერაციული ეფექტურობა და უზრუნველყო ცენტრის განვითარების ნათელი გზამკვლევი.
 

პროექტის ვადები:  15 მარტი 2021 – 31 მაისი 2021