

სს "საქართველოს რკინიგზა"- ს სამგზავრო ტრანსპორტირების მართვის ბიზნეს მოთხოვნების დოკუმენტების მომზადება და ინფორმაციული უსაფრთხოების საკონსულტაციო მომსახურება
პასუხისმგებლობის გაზრდა და შედეგების თანმიმდევრულობის შენარჩუნება
პრიორიტეტების დადგენა ამ ეტაპზე გამოწვევაა
კლიენტი : საქართველოს რკინიგზა
ინდუსტრია: ტრანსპორტირება
ქვეყანა: საქართველო
სერვისი: საკონსულტაციო მომსახურება, ტრანსფორმაცია, შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა.
პროექტის მიზანი: საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ტრანსპორტის განყოფილებისათვის სრულფასოვანი ბიზნეს მოთხოვნების დოკუმენტის (BRD) შემუშავება. სამუშაოები მოიცავდა არსებული პროცესების ანალიზს, საჭიროებების იდენტიფიცირებას და ელექტრონული ბიზნეს მოდელის შექმნას, რათა გაძლიერებულიყო ოპერაციული ეფექტიანობა.
კონსულტაციის ფარგლებში:
- ჩავატარეთ არსებული ბიზნეს პროცესების სისტემური ანალიზი.
- შევქმენით დეტალური ელექტრონული ბიზნეს მოდელი.
- მოვამზადეთ სრულფასოვანი და სტრუქტურირებული ბიზნეს მოთხოვნების დოკუმენტი, მორგებული სამგზავრო ტრანსპორტის განყოფილების საჭიროებებზე.
გამოსავალი: პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამგზავრო ტრანსპორტირების განყოფილების არსებული ბიზნეს პროცესების დეტალური ანალიზი, რომელიც გარდაიქმნა სტრუქტურირებულ დოკუმენტაციად. GEC-ის გუნდმა შექმნა ელექტრონული ბიზნეს მოდელი, რომელიც ასახავდა განყოფილების რეალურ ოპერაციებს და მოამზადა ბიზნეს მოთხოვნების სრული დოკუმენტი ხარვეზების, არაეფექტიანობისა და განვითარების შესაძლებლობების დასაძლევად.
შედეგი: პროექტის განხორციელებამ საქართველოს რკინიგზას მისცა საშუალება მკაფიოდ განესაზღვრა ბიზნეს საჭიროებები და გაეძლიერებინა პროცესების მართვა სამგზავრო ტრანსპორტირების განყოფილებაში. BRD დოკუმენტი გახდა საფუძველი ხარჯების ოპტიმიზაციისათვის, ოპერაციული გამჭვირვალობის გაზრდისა და მგზავრთა საერთო გამოცდილების გაუმჯობესებისათვის.
პროექტის ვადები: ნოემბერი 2020 – თებერვალი 2021
