logo

თამარი სიმონგულაშვილი

 თამარ სიმონგულაშვილი GEC- Business Growth Services-ის პარტნიორია, რომელიც სპეციალიზირებულია ადამიანური რესურსების მართვასა და ორგანიზაციულ განვითარებაში. ადამიანური რესურსების მართვის, რეორგანიზაციისა და ცვლილებების მართვის სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილებით, თამარი მუშაობდა საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და განათლება. მისი ექსპერტიზა მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის შეფასებასა და ანალიზს, ორგანიზაციულ განვითარებას, ოპერაციების ანალიზს, ოპტიმიზაციას, დაგეგმვასა და სტრუქტურირებას, შესრულების შეფასებას, ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავებას, ადამიანური რესურსების აუდიტის ჩატარებასა და მართვას, სამუშაო ადგილების ანალიზს, ცვლილებების მართვის დაგეგმვას და მასშტაბური დაქირავების განხორციელებას.

 

 თამარი ასევე აქტიურად არის ჩართული GEC-ის ტალანტების მართვასა და განვითარებაში, ადამიანური რესურსების მენეჯერის თანამდებობაზე. დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგების ჩატარებაში სხვადასხვა კორპორატიული კლიენტებისთვის, სასწავლო ცენტრებისთვის და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისთვის, თამარი ასევე გამოცდილია ტრენინგის საჭიროებების შეფასების ჩატარებაში, რათა უზრუნველყოს, რომ ორგანიზაციებს ჰქონდეთ საჭირო რესურსები და კომპეტენციები მათი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

 

 თამარის აქვს ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და MBA ზოგადი მენეჯმენტის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტიდან. მან ასევე დაასრულა CoachingUP უნივერსიტეტში საერთაშორისო მწვრთნელთა ფედერაციის მიერ აკრედიტებული სერტიფიცირებული მწვრთნელის პროგრამა.